1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4663 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4663 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4805 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0142 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8727 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9044 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0317 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.