ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.
მისი თქმით, აღნიშნული წესები საფინანსო-საბანკო სექტორში სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს. შედეგად კი, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ მხოლოდ დაგირავებული ქონებით დაკმაყოფილდება და გამსესხებელი თავისი მოთხოვნების სხვა ქონებიდან დაკმაყოფილებას ვეღარ მოითხოვს.