ევროკავშირი ერთჯერადი პლასტიკის სრულ აკრძალვას აპირებს

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში სრულაიდ აკრძალოს ერთჯერადი გამოყენების პლასტიკები, ისეთები როგორიცაა ყურის საწმენდი ჩხირები, საწრუპები, ერთჯერადი ჭიქები და სხვა.

გადაწყვეტილების თანახმად, ეს პროდუქცია უნდა ჩანაცვლდეს სხვა მასალისგან დამზადებული ალტერნატიული პროდუქციით.

„პლასტიკური ნარჩენები არის უდაოდ დიდი გამოწვევა ევროკავშირისთვის და საჭიროებს ერთიან მიდგომას ამ პრობლემისადმი, იმიტომ, რომ ეს ნარჩენები ხვდება ჩვენს ჰაერში, ნიადაგში და ოკეანეებში, შედეგად კი ჩვენს საკვებში“ - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანმა.

გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს 2025 წლამდე შეაგროვონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკისგან დამზადებული სასმელი ბოთლებიც და მოხდეს მათი უტილიზება.

მსოფლიო ოკეანეში პლასტიკის აკუმულაციამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია და როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს არის უდიდესი გამოწვევა ხელისუფლებებისთვის.

ცნობისათვის, ცოტა ხნით ადრე ერთჯერად პლასტიკზე უარის თქმის შესახებ დიდმა ბრიტანეთმაც გამოაცხადა. კომისიის დადგენილება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დასტურის მოლოდინშია და მისი მიღება 2019 წლის ევროპულ არჩვენებამდე მოხდება.

უკანასკნელი კვლევის თანახმად მხოლოდ წყნარ ოკეანში ამ დროისთვის 79,000 მეტრული ტონა - 1,8 ტრილიონი ცალი - პლასტიკია ამოღებული, რომელიც მეთევზეების ბადეებს ამოყვა.

კოკა კვირკველია