Coca-Cola-მ პირველი ალკოჰოლური სასმელი იაპონიაში შეიტანა

ამერიკულმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ Coca-Cola-მ მისი არსებობის განმავლობაში ბაზარზე პირველად ალკოჰოლური სასმელი გამოიტანა.

ლიმნიანი „ალკოპოპი“ იაპონიისთვისაა განკუთვნილი და ამ ბაზარზე ამ ტიპის სასმელზე მაღალი მოთხოვნის შესაბამისად გამოვიდა. პრუდუქტი გამიზნულია იაპონელი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარენ დაბალალკოჰოლურ სასმელს იაპონიაში. სასმელები სამი სახით იქნება წარმოდგენილი და მათში ალკოჰოლის შემცველობა 3%-დან 8%-მდე განისაზღვრა. რაც შეეხება გემოს, ისინი ციტრუსის არომატით გამოდის.

125-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიისთვის ეს ბაზარზე ალკოჰოლური სასმელის გამოტანის პირველი შემთხვევაა და როგორც აცხადებენ, მსგავსი პროდუქციის წარმოებას ისინი სხვა ქვეყნებში არ გეგმავენ.

კოკა კვირკველია