ევროკავშირი უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მილიარდი ევროს ოდენობის ახალ ფინანსურ დახმარებას გამოჰყოფს.
ის 2,5 წელზეა გათვლილი და ორ ტრანშად გაიცემა.
„მაკროფინანსური დახმარების სრული თანხა უკრაინისთვის მიწოდებულ უნდა იქნას კრედიტის სახით. კრედიტების დაფარვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 15 წლით“ - წერია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
უკრაინისთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტი ამ დროისთვის ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის მოლოდინშია. ევროპარლამენტი მას სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დაუჭერს მხარს, ხოლო მისი საბოლოო მხარდაჭერა ივლისის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭოს მიერ მოხდება. ამის შემდეგ მას მხარდაჭერას უკრაინისა და ევროკავშირის შორის მხარდაჭერის მემორანდუმის გაფორმება უნდა მოჰყვეს, რომელიც დახმარების მიწოდებისთვის გრაფიკს განსაზღვრავს.
კოკა კვირკველია