S&P Global Market Intelligence ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს უდიდესი ბანკების რეიტინგს, რომლებიც მათ მფლობელობაში არსებული ქონებით ფასდებიან. 2017 წელსაც რეიტინგის სათავეში ჩინური ბანკები მოექცა.
„აზიური ბანკები კვლავაც დომინირებენ S&P Global Market Intelligence-ის ბანკების რეიტინგში, პირველი ოთხი პოზიცია კი ისევ ჩინურ ბანკებს უკავია“, - ამბობს S&P Global ინსტიტუციების მმართველი დირექტორი ჯეიპი ო’სალივენი.
ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ რეიტინგში ძირითადად საცალო ოპერაციებზე ორიენტირებული დიდი ბანკები დომინირებენ. რთული 2016 წლის შემდეგ, ევროპულმა ბანკებმა შეძლეს პოზიციების გამოსწორება, რაზეც ევრო ზონის ეკონომიკის განვითარების ტემპმა და ევროს გამყარებამაც იმოქმედა. შედეგად, რეიტინგის ტოპ ათეულში სამი ევროპული ბანკი მოხვდა.
მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი ბანკის რეიტინგი აქტივების მხრივ:
1. Industrial & Commercial Bank of China - (ჩინეთი) - 4.00 ტრილიონი დოლარი;
2. China Construction Bank - (ჩინეთი) 3.40 ტრილიონი დოლარი;
3. Agricultural Bank of China - (ჩინეთი) - 3.24 ტრილიონი დოლარი;
4. Bank of China - (ჩინეთი) - 2.99 ტრილიონი დოლარი;
5. Mitsubishi UFJ Financial - (იაპონია) – 2.79 ტრილიონი დოლარი;
6. JPMorgan Chase - (აშშ) – 2.53 ტრილიონი დოლარი;
7. HSBC (ბრიტანეთი) - 2.52 ტრილიონი დოლარი;
8. BNP Paribas - (საფრანგეთი) – 2.36 ტრილიონი დოლარი;
9. Bank of America - (აშშ) – 2.28 ტრილიონი დოლარი;
10. Credit Agricole - (საფრანგეთი) – 2.12 ტრილიონი დოლარი