„სოლოს“ მოულოდნელი კრახი

კინოკომპანია Disney-სა და Lucasfilm-ის ერთობლივი პროდუქტი „სოლო“ მსოფლიო კინოგაქირავებაში დაბალი დებიუტით გამოირჩევა.

ყველასთვის მოულოდნელად ფილმმა სადებიუტო უქმეებზე მხოლოდ 101 მილიონის გამომუშავება შეძლო, მაშინ როცა წინასწარი მოლოდინით ის 130-150 მილიონს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო მსოფლიო ეკრანებზე საერთოდაც რამდენიმე ათეულ მილიონს ძლივს ასცდა და ჯამში მხოლოდ 150 მილიონამდე დაუგროვდა.

ფილმი Solo: A Star Wars Story, რომელიც არის პრიქველი და მოგვითხრობს „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთი პერსონაჟის ჰან სოლოს წარმომავლობაზე, 2002 წლის შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ ისტორიაში ყველაზე დაბალი დებიუტის მქონე ფილმია. ცნობისათვის, ჯერ კიდევ 2016 წელს გამოსულმა მსგავსმა სპინოფმა Rogue One-მა მსოფლიო მასშტაბით სადებიუტო უქმეებზე 290 მილიონის გამომუშავება შეძლო.

რა მოხდა ახლა? კინოკრიტიკოსების აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო 1. ფილმის გამოსვლა ძალიან მოკლე დროში მოხდა - „ვარსკვლავური ომების“ უკანასკნელი ეკრანზიაცია „უკანასკნელი ჯედაი“ დიდი ეკრანებიდან სულ რამდენიმე თვის წინ მოიხსნა. 2. დრო იქნა ცუდად შერჩეული და ბაზარზე იყო მძაფრი კონკურენცია - „დედპული“ და „შურისმაძიებლები 3“ ჯერ კიდევ პოპულარობით სარგებლობენ.

თუმცა ფილმის შემქმნელების განცხადებით, ამაში ტრაგიკული არაფერია და მათ ფრანჩიზას საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად „ვარსკვავური ომების“ 'ეპიზოდი IX' დაგეგმილ დროს გამოვა.

კოკა კვირკველია