სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა პირდაპირ ნიშნავს, რომ ამან გადაინაცვლოს შავ ბაზარზე, რომ მოხდეს ქუჩური „გარჩევები“ და მოჰყვეს მსხვერპლიც კი,
- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივები ეკონომიკას, მოსახლეობას არ წაადგება.
„იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ცდილობდეს გაიზარდოს ხალხის შემოსავლები, მთავრობის ერთადერთი პოლიტიკა არის, რომ ხალხს შეუკვეცოს ხარჯები. ანუ მთავრობას ჰგონია, რომ ხალხზე ჭკვიანია, მთავრობას ჰქონია რომ მან უკეთესად იცის რაში დახარჯოს ხალხმა ფული. როდესაც ხარჯების შეკვეცაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ხალხს ურთულებთ სესხებზე ხელმისაწვდომობას მაშინ, როდესაც შეიძლება სესხი სტუდენტს განათლებისთვის დასჭირდეს, ქრონიკულად დაავადებულს - წამლისთვის. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივები ნამდვილად არ წაადგება ეკონომიკას, მოსახლეობას“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.