თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman Hotels & Resort წლის ბოლოს გაიხსნება.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დეველოპერული კომპანია „აქსის დეველოპმენტში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სასტუმრო „აქსის თაუერის“ მინის კოშკში განთავსდება. მასში 230-მდე სხვადასხვა ტიპის ნომერი იქნება და ძირითადად ბიზნეს ტურებზე იქნება გათვლილი. ადგილზე 250-მდე ადამიანი დასაქმდება.
სასტუმროს დიზაინზე კომპანიის დიზაინერებთან ერთად, ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ იმუშავა.
Pullman Hotels & Resort კონტინენტური ევროპის უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor ჯგუფში შემავალი სასტუმროა. „აქსის თაუერში“ სასტუმროსთან ერთად, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ფიტნეს და სპა ცენტრი, აუზი, ღია ტერასა და კაფე-რესტორანი განთავსდება. შენობის ბოლო სართულზე კი „სქაი ბარი“ განთავსდება.
თეონა კენჭიაშვილი