ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპნაია Tesla-ს ყველაზე გახმაურებული 35 ათას დოლარად ღირებული ავტომობილი Model-3 ვერ გახდა ის ავტომობილი, რომელიც მასებში ფართოთ გავრცელდებოდა.
ამის მიზეზი კი უპირველეს ყოვლისა, მისი ახალი ფასია. საქმე იმაშია, რომ კომპანია ამ ეტაპზე 35 000-დოლარიან „მოდელ 3-ს“ არ აწარმოებს და ასეთის ყიდვის შემთხვევაში თქვენ რამდენიმეთვიანი ლოდინი მოგიწევთ მის მისაღებად.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანია ორჯერ უფრო ძვირადღირებულ „სამიანს“ აწარმოებს, იმიტომ, რომ დაბალფასიანი ავტომობილის მიწოდების დანახარჯებიდან გამომდინარე კომპანია ძალიან დიდ ზარალს განიცდის და წაგებაზე მიდის.
კომპანიის მიერ ამჟამად წარმოებული „სამიანების“ ფასი 50-60 ათასიდან იწყება და მათი ფასი სხვადასხვა ოპციების დამატების შემთხვევაში იზრდება, მაგალითად, შავი ფერის გარდა ნებისმიერი სხვა ფერის შემთხვევაში ფასი ათასი დოლარით იმატებს, სპორტული საბურავების არჩევის შემხთვევაში დამატებით 1,5 ათასით, ხოლო „ავტოპილოტის“ ფუნქციით აღჭურვილი ავტომობილი დამატებით 5 ათასი დოლარით ძვირდება. ამ დროისთვის Model 3-ის ტოპ ვერსია 78 ათასი ღირს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მისი კონკურენტების BMW 3-series და Mercedes-Benz C-class-ის სტრატეგია აირჩია, რომლებიც საბაზისო 30-ათასიდან 40 ათასამდე აძვირებენ ავტომობილს, ხოლო ტოპ ვერსიას 66 ათასად ყიდიან, Model 3-ის ტოპ ვერსიის ფასი მათზე ძვირია. „შესაბამისად, სანამ Tesla დაბალფასიან ელექტრომობილს მასიურად აწარმოებს ის „ლაქშერი“ კლასის ავტომწარმოებლად რჩება” - წერს CNN.
კოკა კვირკველია