ვაქციოთ საქართველო ცხოვრებისთვის უკეთეს ადგილად

Mara.ge ონლაინ მაღაზიაა, სადაც საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები, თავის მოვლის საშუალებები იყიდება.

შეძენილი ნივთები კი კურიერს მითითებულ მისამართზე მიაქვს. აღსანიშნავია, რომ პროექტს Taxify-ის დამფუძნებლები ახორციელებენ და როგორც თავად ამბობენ, ორივე კომპანიას იდენტური მიზანი აქვს - გაამარტივონ საკუთარი მომხმარებლების ცხოვრება.

“2017 წელს, როდესაც Mara.ge პირველად „გაეშვა“, თითქმის, ყველანაირი მიზეზი მოვისმინეთ, თუ რატომ ვერ იმუშავებდა ეს სერვისი. დაწყებული ისეთი სახალისოთი როგორიცაა: „მაგას სჯობს მეზობლის ბავშვი გააგზავნო მაღაზიაში”, დამთავრებული იმით, რომ „საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს მასიური და ეფექტიანი მიწოდების სერვისის გასამართად”. თუმცა, რაც მეტი დაბრკოლება გვხვდებოდა, მით უფრო იზრდებოდა ჩვენი მოტივაცია. კომპლექსური პრობლემების მოგვარება და მომხმარებლებზე ზრუნვა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. ორივე ბიზნესში ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო მომხმარებლების ღიმილი და მათგან ყოველდღიურად მიღებული შეფასებები და კომენტარებია“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით, მომხმარებლებს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარებიან.

„იმედი გვაქვს, ჩვენი სერვისი საქართველოს უფრო კომფორტულად საცხოვრებელ ქვეყნად აქცევს. Mara.ge ახლა ზუსტად იგივე გზას გადის, რაც „ტაქსიფაიმ“ რამდენიმე წლის წინ გაიარა. მომხმარებლების დიდი ნაწილი უკან ბრუნდება და კვლავ გვიკვეთავს პროდუქციას. ეს გვაძლევს იმედს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გვმატებს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურება“.

(R)