საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ ბოლო ერთ წელში მათი საოჯახო მეურნეობის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა; 41%-ის აზრით კი არ შეცვლილა.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 29%-ი მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად; 22%-ის აზრით კი, გარკველწილად გაურესდა. 7%-ის შესაფებით გარკვეულწილად გაუმჯობესდა, 1%-მა კი არ იცის როგორ შეიცვალა მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 1 წელში.
კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.