შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეას აყვავება და კარგი ეკონომიკური მომავალი ელის.
ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა და დაადასტურა, რომ ამერიკის სახელმწიფო დელეგაცია უკვე ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რათა ისტორიაში პირველი ამერიკა-ჩრდილოეთ კორეის სამიტი მოამზადოს.
„ჩვენი ამერიკული გუნდი უკვე ჩასულია ჩრდილოეთ კორეაში, რათა ჩემი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა მოამზადოს. მე სერიოზულად მჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეას შესანიშნავი პოტენციალი აქვს და ოდესმე ფინანსების და მთლიანად ეკონომიკის მხრივ, მშვენიერი სახელმწიფო გახდბა. კიმ ჩენ ინი ამაში სრულად მეთანხმება - ასე იქნება!“ - წერს ტრამპი.
ამერიკელი და ჩრდილოეთ კორეელი მომლაპარაკებლების შეხვედრა სასაზღვრო პუნქტ პჰანმუნჯომში იმართება. ორი ქვეყნის ლიდერთა სამიტი კი სინგაპურში, 12 ივნისს არის დაგეგმილი. არადა, იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ შეხვედრა ჩაიშლებოდა, რისი მიზეზიც შეიძლებოდა გამხდარიყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერის აგრესიული განცხადებები. ამის შესახებ ტრამპმა თავის კოლეგას სპეციალური მიმართვა გაუგზავნა.
აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის სამიტის მთავარი მიზანი, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებაა.