პოპულარული ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მის უკანასკნელ მუსიკალურ ვიდეოში „DINERO“ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტით მორთული სამკაულით გამოჩნდა.
როგორც დასავლური პრესა წერს, კლიპში, რომელშიც მომღერალი ფულის ხარჯვაზე მღერის, გამოყენებულია 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Tiffany & Co.-ს ბრილიანტები და სამკაულები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 500,000 დოლარიანი პლატინის სამაჯური ბრილიანტებით და 450,000 დოლარიანი ყელსაბამი.
ყველაზე დიდ ყურადღებას კი მისი ფრჩხილები იპყრობს, რომელიც ძვირფასი ქვების გარდა გამორჩეულია მასზე დატანილი 100 დოლარიანი კუპიურების გამოსახულებით.
მამაკაცების ჟურნალ „მაქსიმის“ ინფორმაციით, ამ შავ-თეთრ ვიდეოში ჯეი-ლო 13 სხვადასხვა „ლუქშია“ და მასში მონაწილეობას იღებენ რეპერები Cardi B და DJ Khaled
კოკა კვირკველია