მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის მასა ჩამოიშალა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
არსებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია სამუშაოებს აწარმოებს.