ევროკავშირს რკინასა და ალუმინზე გადასახადი დღეს დაუწესდება

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპიდან იმპორტირებულ ალუმინსა და რკინაზე გადასახადს დღეიდან დააწესებს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება 31 მაისს გაკეთდება - წერს Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

მათი მონაცემებით, ტრამპის ადმინისტარცია არ კარგავს იმედს, რომ დაიყოლიოს ევროპის ქვეყნები რამდენიმე დათმობაზე. ამ შემხთვევაში ამერიკა აღნიშნულ გადასახადს არ შემოიღებს - აღნიშნავს გამოცემა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამგვარი სცენარით მოვლენათა განვითარების შანსი ძალიან დაბალია.

შეგახსენებთ, აშშ-მა 23 მარტს რკინასა და ალუმინზე ახალი გადასახადი დააწესა. ის ყველა ქვეყნისთვის ამოქმედდა, თუმცა ცალკეული ქვეყნებისთვის ვადებმა გადაიწია. როგორც ცნობილია, თავის მხრივ საკუთარი ინტერესების დაცვას აპირებს ევროკავშირიც.

კოკა კვირკველია