Google-მა ციფრული აუდიორეკლამა ჩაუშვა

Google-მა ციფრული აუდიორეკლამა ჩაუშვა. კომპანიის ინფორმაციით, ციფრული აუდიორეკლამა მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომია DoubleClick Bid Manager-ის კლიენტებისთვის.

Bid Manager წარმოადგენს ინსტრუმენტს რომელსაც შეუძლია მოიცვას ისეთი სტრიმინგ სერვისების აუდიტორია როგორიცაა Google Play, Spotify, SoundCloud და TuneIn, მალე კი მათ შეუერთდება Pandora-ც. „Bid Manager-ის დახმარებით შესაძლებელია აუდიო განცხადების შეძენა, რომელიც ბრენდებს საშუალებას მისცემს, გააერთიანონ აუდიო-ინტერნეტ კომპანიების აუდიტორია“ - წერია Google-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

კომპანიაში განაცხადეს კამპანია MightyHive-ის შესახებ, სადაც Bid Manager-ი გამოიყენებოდა აუდიორეკლამის გასაშვებად Google Play მუსიკაში. შედეგად კი მოხერხდა 7,5 მილიონი ჩვენება და 7,5 ათასი დაკლიკვა. აუდიო რეკლამის ბოლომდე მოსმენის წილმა კი შეადგინა 95%.

აუდიორეკლამა იზრდება იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდება მსოფლიოში სტრიმინგ სერვისზე მოთხოვნა. Statista-ს მონაცემებით, 2018 წელს მსგავსი სერვისებით მსოფლიოში 1,2 მილიარდი ადამიანი ისარგებლებს.

კოკა კვირკველია