სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 21,9% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა.
2016 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა.
ამასთან, საქსტატის ცნობით, სიღარიბის ზღვარს ქვევით სოფელში უფრო მეტი ადამიანია, მათი რიცხვი 26,6%-ს შეადგენს, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 18,6%-ია.
მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 22.3%-ია, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 8,5%.