საქართველოში სოციალური უთანასწორობა გაიზარდა

საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41 ნიშნულს მიაღწია. ჯინის კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია.

ცნობისათვის, ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომელიც იტალიელმა მათემატიკოსმა კორადო ჯინიმ 1914 წელს შეიმუშავა. დღესათვის ეს განაწილების უთანასწორობის გაზომვის ყველაზე ადეკვატური საშუალებაა, სადაც ციფრი 0 აღნიშნავს ყველაზე თანასწორს, 100 კი, უთანასწოროს. აღნიშნული ფორმულა ძირითადად ქვეყნებში ფულის განაწილების გასაზომად გამოიყენება.

ჯინის კოეფიციენტი გაზრდილია ყველა მიმართულებით წინა წლებთან შედარებით:

bpn