2018 წლის აპრილის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 11.6 მლნ ლარით გაიზარდა და 378.3 მლნ ლარს გაუტოლდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მათი წილი კომერციული ბანკების
საკრედიტო პორტფელში 1.7 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 46.7 პროცენტი
ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.0 პროცენტს გაუტოლდა.