2015-2017 წლებში დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 11.1%-ით შემცირდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა.

როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 2015- 2017 წლებში, ყოველწლიურად საშუალოდ, 1.2 მლნ ჯარიმაა გამოწერილი. ჯარიმათა ჯამური ღირებულება კი წელიწადში საშუალოდ 58.5 მლნ ლარს შეადგენს.

„2015-2017 წლებში პერმანენტულად მცირდება ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი, ხოლო გაუქმებული და ადრესატისთვის არჩაბარებული ჯარიმების რაოდენობა იზრდება. შედეგად, დამრღვევ მძღოლებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის მაჩვენებელი 80.5%-დან და 69.4%-მდე შემცირდა,“-აღნიშნულია ანგარიშში.