მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი 2017 წელს 448 მლნ ლარი იყო, რაც 2016 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.8%-ით (32.7 მლნ ლარით) მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, „მაგთიკომის“ საბაზრო წილი 46.3%-ს, „ჯეოსელის“ - 36.3%-ს, „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) - 16.6%-ს, „სილქნეტის“ კი 0.2%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება მათ საბაზრო წილს აბონენტების რაოდენობის მიხედვით, კომისიის ცნობით, გასული წლის ბოლოს მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით „მაგთიკომის“ საბაზრო წილმა 37.7%, „ჯეოსელის“ - 35.4%, „ვიონი საქართველოს“ - 26.65%, „სილქნეტის“ კი - 0.3% შეადგინა.