შიდა კორპორაციული მეწარმეობის ზრდა... ახალი სიტყვა ადამიანური კაპიტალის მართვაში

კორპორაციები მთელს მსოფლიოში იბრძვიან, რათა შეძლონ უფრო და უფრო მეტი სიახლე შექმნან და დანერგონ, რადგან ბაზარი სწრაფად ვითარდება და დღითიდღე უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

ბევრი კომპანია სწორედ შიდა კორპორაციული მეწარმეობის სისტემის დანერგვით ცდილობს ეს შედეგი თანამშრომლებისგან მიიღოს.

რა აქვთ ამ კომპანიებს საერთო? მოდი გადავხედოთ კომპანიების ჩამონათვალს, სადაც შიდა კორპორაციული მეწარმეობით იქმნება ახალი პროექტები, Google, Adobe, Apple, Virgin. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, პიველ რიგში თანამშრომლების ჩართულობა, შემდეგ შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი და რაც მთავარია, სიახლეებისადმი გახსნილი გუნდი.

bpn

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი კომპანიაც მოხვდეს აღნიშნული კომპანიების რიგში?

უნდა დავიწყოთ თანამშრომლების უკეთ გაცნობა, აუცილებელია თანამშრომლების ნიჭისა და უნიკალური საჭიროებების, ასევე იმ რესურსების ცოდნა, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა ინოვაციამ წარმატება მოიტანოს. შიდა კორპორაციულ მეწარმეებად არ იბადებიან, არამედ ხდებიან. კორპორაციების ლიდერებს შეუძლიათ თანამშრომლებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, თანამშრომლების ცოდნა კი დაეხმარებათ სწორედ იმ ადამიანებს ემუშაონ, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან პროექტებს შექმნიან და უხელმძღვანელებენ.

მათთვის ვინც ამ სტატიის კითხვის დროს გადაწყვეტთ, რომ ეს სისტემა თქვენი ორგანიზაციისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ფიქრობთ ასეთი თანამშრომლები აღმოაჩინოთ, აუცილებლად გახსოვდეთ საუკეთესო შიდა კორპორაციული მეწარმეები არიან შემოქმედებითი ხასიათის, გამრისკველები, თავს კომფორტულად გრძნობენ გაურკვეველ, რთულ და არასტრუქტურირებელ ვითარების მართვისას. ეს არის ის მახასიათებლები, რომელთა ძებნა უნდა დაიწყოთ თანამშრომლებში და სწორედ ასეთმა თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ ან უმეთაურონ ინოვაციურ პროექტებს.

მეორე მნიშვნელოვანი პუნქტია ბიზნეს ამოცანას მივცეთ ჩარჩო. ჩვენ გვსმენია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მასპინძლობენ ყოველწლიურ ჰაკათონებს, სადაც ათასობით იდეა იბადება, თუმცა ორგანიზაციული შედეგი მცირეა. სასურველი შედეგი უნდა იყოს ეფექტური გზა წინსვლისკენ და არა უბრალოდ იდეების გროვა, რომლებიც ვერასდროს განხორციელდება. ასე რომ, სანამ კორპორაციის ინოვაციური გუნდი შემოგვთავაზებს ჰაკათონის მასპინძლობას, ვიფიქროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ბიზნესის წინაშე დგას, შევქმნათ გადაწყვეტილებათა სივრცე და ბილიკი წინსვლისთვის.

პირველი ორი საფეხური ამაო იქნება თუ თუ არ გავზრდით ტოლერანტობას რისკისადმი.

სამეწარმეო ინოვაციები რისკს შეიცავს. როცა რაღაც ახალს ქმნით, ყოველთვის არის რისკი, რომ ავად თუ კარგად, პროექტი შეიძლება განსხვავებული შედეგით დასრულდეს. შესაბამისად როდესაც ჩვენ ვიწყებთ შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს გარკვეულ რისკს შეიცავს და მზად უნდა ვიყოთ ამ რისკზე წავიდეთ.

და ბოლოს, იმისთვის, რომ საბოლოო წარმატებას ვივაღწიოთ, აუცილებელია შთავაგონოთ საკუთრების უფლება და გზიდან გამოვეცალოთ.

შიდაკორპორაციული სამეწარმეო პროგრამების ყველაზე დიდ შედეგს მაშინ მივიღებთ, როცა გუნდებს წვრილმანებით არ გადავტვირთავთ. მეწარმეები მემკვიდრეობით არიან შემოქმედებითები და ინდივიდუალისტები, ამიტომ მივცეთ რესურსი საფრენად და შემდეგ გზიდან გამოვეცალოთ.

შესაბამისად თუ გადაწყვეტილი გვაქვს შიდა კორპორაციული მეწარმეობის პრაქტიკის დაწყება,  დარწმუნდით, რომ იცნობთ საკუთარ თანამშრომლებს, ჩამოაყალიბეთ ბიზნეს-პრობლემები, გაიაზრეთ თქვენი კორპორაციის ტოლერანტობა რისკისადმი და შთააგონეთ საკუთრების უფლება თქვენს გუნდს, რომელიც ახალ იდეებზეა ორიენტირებული.

ავტორი: ნინო ფეიქრიშვილი