ქალაქები, სადაც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია - Deutsche Bank-ის რეიტინგი

Deutsche Bank-მა მსოფლიოს ის ქალაქები გამოავლინა, სადაც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება.

აღნიშნულ კვლევას ბანკი ყოველწლიურად ატარებს და შედეგებს მაისში აქვეყნებს.

იმისთვის, რომ განისაზღვროს სხვადასხვა ქალაქების ცხოვრების დონე, ბანკის ექსპერტები შესადარებლად იღებენ სხვადასხვა საქონლის ფასს, თამბაქოდან დაწყებული 2 საძინებლიანი ბინის ქირის ფასით დამთავრებული. ამის შემდეგ კი, ყველა ქალაქში საშუალო ხელფასის რაოდენობას ადარებენ.

აღნიშნული კვლევევით გამოიკვეთა, რომ ქალაქი, სადაც ყოველთვიური საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია, ციურიხია.

1.ციურიხი - საშუალო ხელფასი 5, 764$

ციურიხი შვეიცარიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე მსხვილი ფინანსური ცენტრი.

2.სან-ფრანცისკო - საშუალო ხელფასი 4, 974$

ამერიკის ქალაქი სან-ფნანცისკო ითვლება მსოფლიოს ტურისტულ ცენტრად, რომელიც ცნობილია ცივი ზაფხულით, ციცაბო ბორცვებითა და თანამედროვე არქიტექტრით.

3. ნიუ-იორკი - საშუალო ხელფასი 4,115$

ეს არის აშშ-ის უმსხვილესი ქალაქი. ნიუ-იორკი ცნობილია, როგორც მსოფლიოს ფინანსური ეკონომიკური, პოლიტიკური და კუტურული ცენტრი.

4.სიდნეი - საშუალო ხელფასი 3,914$

ეს არის ავტრალიის ყველაზე დიდი და ძველი ქალაქი. იგი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ქალაქს, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ისე ვაჭრობისა და წარმოების კუთხით. მეტიც, სიდნეის ეკონომიკა, ავტრალიის მთელი ეკონომიკის 25%-ს შეადგენს.

5. ბოსტონი - საშუალო ხელფასი 3,740$

იგი არის, მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქი და აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი. ის რეგიონში ცნობილია სახელწოდებით - „ახალი ინგლისი“ და როგორც ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი.

6. ოსლო - 3, 664$

ოსლო არის ნორვეგიის დედაქალაქი და ამავე ქვეყნის ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ცენტრი. ოსლოში დაახლოებით, 980 კომპანიაა თავმოყრილი.

7.ჩიკაგო - საშუალო ხელფასი 3,650$

იგი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით აშშ-ის ქალაქებს შორის მესამეა.

8. კოპენჰაგენი - საშუალო ხელფასი 3, 464$

ის არის დანიის დედაქალაქი, რომელიც ცნობილია, როგორც კულტურილი, ეკონომიკური და სახელისუფლებო ცენტრი.

9 დუბაი - საშუალო ხელფასი 3,447$

ეს არის უმსხვილესი ქალაქი არაბეთს გაერთიანებული საემიროებში. დუბაი ცნობილია, როგორც მთელი აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კომერციული და ფინანსური ცენტრი.

10. ფრანკპურტი - საშუალო ხელფასი 3, 389$

იგი გახლავთ გერმანიაში სიდიდით მეხუთე ქალაქი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც კულტურული, სავაჭრო, განათლების, სატრანსპორტო და ტურიზმის ცენტრი.

ნინი ქეთელაური