ხელოვნური ჩანჩქერი, საუნა, საბილიარდე - სახლი თბილისში, რომელიც 2.4 მლნ ლარზე მეტად იყიდება (+ფოტო)

დედაქალაქში კერძო სახლი 2 466 400 მლნ ლარად იყიდება. საუბარია ნაძალადევის რაიონში მდებარე 800 კვადრატული მეტრი ფართობის კერძო სახლზე.

ეს არის 6 სართულიანი, 18 ოთახიანი, ახალგარემონტებული სახლი, 1 100 კვ. მეტრი ფართობის ეზოთი. ( იხილეთ ფოტოგალერეა )

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქონება მოიცავს ორ - დიდ და პატარა სახლს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით არის აშენებული.

bpn

„ეზოს გალავანზე გამოსახულია "მარულა", რომლის გაკეთებაც დაახლოებით, 50 000 დოლარი ჯდება. სახლს აქვს 3 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი და ეზო, სადაც 9 საშუალო ზომის ავტომობილი ეტევა. ეზოში არის ხეხილი და ყურძნის ხეივანი. სახლს აქვს თავისი საუნა პერსონალური დიდი აუზით (გარდა მთავარი აუზისა), სატრენაჟორო დარბაზი, მარანი, საბილიარდე, 5 უმაღლესი ხარისხის ბუხარი, რომელიც გაკეთებულია ოქრონარევი მარმარილოთი. სახლის აივნები და ვერანდა (რომელსაც აქვს ლამაზი ხედები თბილისზე) არის გაკეთებული ასევე ოქრონარევი მარმარილოთი. ეზოში არის ულამაზესი ხელოვნური ჩანჩქერი. მეტრომდე მანძილი არის დაახლოებით 400 მეტრი. სახლს, რადგანაც მდებარეობს სიმაღლეზე, აქვს საუკეთესო კლიმატი. ორივე სახლი გამოდგება სასტუმროსთვის,“-აღნიშნულია განცხადებაში.

bpn bpn bpn