ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, საბაგირო გზების სამუშაო განრიგი შეიცვალა.
ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან „რიყე-ნარიყალასა“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები მგზავრებს, ნაცვლად 23:00 საათისა, 00:00 საათამდე მოემსახურება.