თბილისში PowerPoint Karaoke გაიმართება

თბილისში, 4 ივნისს PowerPoint Karaoke გაიმართება.

PowerPoint Karaoke აერთიანებს გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნეთვორქინგს.

„ოფისში მუშაობისგან ადამიანები ძალიან ხშირად იწყენენ და იღლებიან, რასაც განაპირობებს კორპორატიული რუტინა: სამუშაო გეგმები, შეხვედრები და განსაკუთრებით PowerPoint პრეზენტაციები. რატომ არ უნდა გავერთოთ ტრადიციული Microsoft PowerPoint-ით, განივითაროთ საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები, "შევეჯიბროთ" კოლეგებსა და პარტნიორებს, და ამასთანავე მოვახდინოთ სოციალიზება სხვა პროფესიონალებთან?“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება წესებს, მათი თქმით, ორგანიზატორები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ PowerPoint პრეზენტაციებს წინასწარ ამზადებენ და ანაწილებენ თანმიმდევრობას. პრეზენტაციების შესახებ მონაწილეებმა არაფერი იციან ივენთის დაწყებამდე. ღონისძიების განმავლობაში თითოეული მონაწილე ვალდებულია ექსპრომტად წარადგინოს ამ პრეზენტაციებიდან ერთ-ერთი.

PowerPoint Karaoke ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Terminal • ტერმინალი-ს მიერ. ღონისძიების პარტნიორები არიან Grant Thornton Georgia, Taxify Georgia, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean, Urban Garden და Vivus.ge.  ღონისძიება 4 ივნისს თბილისში, აბაშიძის 34-ში გაიმართება.