ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში მეტროთი მგზავრობა უფასო გახდა.
ამის მიზეზი კი, არც მეტი არც ნაკლები ბილეთების მოსაჭრელი ნედლეულის არარსებობა გახდა. შედეგად ქალაქში მოქმედი 53-ვე სადგური მგზავრებისთვის სრულიად ღიაა.
როგორც ცნობილია, ვენესუელაში უმწვავესი ეკონომიკური კრიზისია. ვენესუელა, ისევე როგორც მეტროს დანადგარების უმეტესობას, ბილეთებისთვის საჭირო მასალასაც საზღვარგარეთ ყიდულობდა, თუმცა ახლა იძულებულია ვალუტის ეკონომია მოახდინოს და წელიწადზე მეტია ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას საჭირობებისთვის ფულს არ უხდის.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კარაკასის ქვეყნის ხელისუფლებას კომენატრი არ გაუკეთებია.
კარაკასის მეტროთი დღიურად 2 მილიონი ადამიანი სარგებლობს.
კოკა კვირკველია