ივნისის თვეში "ბიუ-ბიუ"-ს ჯიხურები არ იმუშავებენ. ამის შესახებ განცხადება კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბიუ-ბიუ"-ს ივლისში წარმოების დაწყებიდან უსრულდება 5 წელი! ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თქვენთვის ვახდენთ უწყვეტად, ყოველღიურად ახალი ხორცის მოწოდებას. წარმოების ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ვეტერინარულ-სანიტარული მიზნებით ჩვენ ივნისში ვახდენთ ფერმების ეტაპობრივ სანიტარულ სანაციას და წარმოებისათვის აუცილებელი შესაბამისი პროფილაქტიკური ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას.
აქედან გამომდინარე, ივნისის თვეში "ბიუ-ბიუ"-ს ჯიხურები არ იმუშავებენ. ივნისის ბოლოდან კი ჩვენ კვლავ ძველებურად დაგიბრუნდებით და ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ, ნედლ ქათმის ხორცს. ამ პერიოდში კი შეგიძლიათ "ბიუ-ბიუ"-ს გაყინული პროდუქცია შეიძინოთ უახლოეს სუპერმარკეტებში", - წერია განცხადებაში.