გასულ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 517 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 517 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3024 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 112 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 52 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 353 ფაქტი.