საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში მაისის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.
ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 56 ფილიალში.
მხატვრული ლიტერატურის ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის თათული ღვინიანიძის წიგნი „აღიარება ხელსიგულზე“ იკავებს, რომელიც საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების სიის წამყვან პოზიციებს უკვე რამდენიმე თვეა არ თმობს. მეორე ადგილზეა კვლავ ქართველი მწერლის, თემურ ბაბლუანის წიგნი „მზე მთვარე და პურის ყანა“. მესამე პოზიციას კი ამჯერადაც თანამედროვე თურქი მწერალი ელიფ შაფაქი იკავებს ცნობილი რომანით - "სიყვარულის 40 წესი". უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება.
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში თანაბრად არის გადანაწილებული როგორც შემეცნებითი, ასევე მხატვრული წიგნები.
"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.
ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა
1. თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"
2. თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა“
3. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
4. ჰოლი სმეილის „გიკი გოგო - ყველაფერი რაც ბრწყინავს“
5. რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“
6. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
7. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“
8. ელიფ შაფაქის „ღირსება“
9. გიორგი კეკელიძის “Lilo’s angels “
10. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
ტოპ 10 საბავშვო წიგნი
1. ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“
2. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი
3. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური“
4. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
5. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
6. საბავშვო ენციკლოპედია
7. ჯეფ კინის „წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს“
8. მსოფლიო ატლასი (ფაზლებიანი წიგნი)
9. პეპი გრძელი წინფა
10. საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისათვის