დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე აკეთებს მაქსიმუმს, თუმცა მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ძირითადი ტრანსპორტი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი, თუმცა მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილდებიან თბილისელები. შესაბამისად, შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, სწორად უნდა იყოს გამოყენებული",- განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, თბილისის მეტრო უკვე ორი დღეა გაჩერებულია.