უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა იკრძალება

უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა შესაძლოა, აიკრძალოს.

ამის შესახებ სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა.

„ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო კოდექსს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, სავალდებულო ხდება გამსესხებელმა მსესხებელს ფულადი სახსრები უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადასცეს,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილი იყო, აიკრძალება ასევე უძრავი ქონების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში ნასყიდობის ფასის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნდა განხორციელდეს.

თაია არდოტელი