ტურისტული სეზონი გაიხსნა

ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ წუთებში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები ქუთაისსა და რაჭაში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრალურ პარკში მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, 18:00 საათზე კი, დაგეგმილია კონცერტი.

რაც შეეხება რაჭას, შაორის წყალსაცავთან სხვადასხვა ტიპის შეჯიბრება ეწყობა, მათ შორის თოკებით დაშვება, პარაპლანით ფრენა. ამასთან, უკვე დასრულდა შეჯიბრი ჯომარდობაში, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.

საღამოს, ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილია წარმოდგენები, კინო-ჩვენება და ბანაკში კოცონის დანთება.