მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრს 37 ახალი ექსპლუატაციაში არმყოფი ავტომობილი შეემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახალი საგამოცდო ავტომობილების შეძენას გეგმავს.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 417 950 ლარია.

კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმებ 37 ერთეული, 2 სხვადასხვა ტიპის საგამოცდო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის, 2018 წელს გამოშვებული (ექსპლუატაციაში არმყოფი); მარცხენასაჭიანი, ძარა უნდა იყოს - ჰეჩბეკის ტიპის; ბენზინზე მომუშავე და ა.შ.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეა, ხოლო საგარანტიო პერიოდი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების დღიდან, გარბენის შეუზღუდავად არანაკლებ 2 წელს უნდა შეადგენდეს.