ეროვნული სატყეოს სააგენტოს შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხაშურში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის მერქნით დატვირთული სამარშრუტო ტაქსი, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა, თუმცა ხაშურის პოლიციის დახმარებით მოხდა ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება.
„უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.