ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 79 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.250%-ით, მაქსიმალური - 7.390%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.346%-ით განისაზღვრა.