ბანკების და მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონება 238,9 მლნ ლარს შეადგენს (ინფოგრაფიკა)

2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ–მოძრავი ქონების მოცულობა 238 919 292 ლარი შეადგინა, რაც 13,6 მლნ ლარით მეტის 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ დასაკუთრებული ქონების მოცულობის 93% კომერციულ ბანკებზე მოდის.

კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა შეადგენს 222 241 739 ლარს. ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 102,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 37,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცმებით, დღეს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი დ 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

წყარო: ეროვნული ბანკი

Untitled infographic

Infogram

ინფოგრაფიკის ავტორი ლიკა ამირაშვილი