კომერციულმა ბანკებმა ფილიალები და სერვის-ცენტრები დახურეს

კომერციულმა ბანკებმა ფილიალები და სერვის-ცენტრები დახურეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების ფილიალები 141-დან 134-მდე შემცირდა.

შემცირდა ასევე სერვის-ცენტრების რაოდენობა, კერძოდ, 2017 წლის აპრილში ბანკებს ჰქონდათ 872 ფილიალი, 2018 წლის აპრილში კი 810 დარჩა.

ცნობისათვის, საქართველოს ბაზარზე დღეის მდგომარეობით 16 კომერციული ბანკი წარმოდგენილი. 

სერვის-ცენტრების და ფილიალების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოდან  აზერბაიჯანის საერთშორისო ბანკის გასვლაც არის, თუმცა მისი წილი მთლიან მაჩვენებელში  მინიმალურია.