საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 31 მაისის მდგომარეობით 2,799 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 2,617 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს ვალი 2,111 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.
ცნობისთვის, 30 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფოს საგარეო ვალი 12,909 მილიარდ ლარზე (5,244 მილიარდ დოლარზე) მეტი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ წელში სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,257 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით საგარეო ვალი 11,519 მილიარდ ლარზე (4,745 მლრდ დოლარზე) მეტს შეადგენდა.