იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები წელს 3.8%-ით გაიზრდება

ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯები წელს 3.8%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები სამხედრო ხარჯებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზრდიან.

„ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ შეაჩერა სხვა ხარჯების შემცირება და თავიანთ თავდაცვით ხარჯებს ზრდიან. მათი უმეტესობა 2024 წლისათვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე მიყვანას გეგმავენ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრები ტექნიკაზე თავდაცვითი ხარჯების 20%-ის დახარჯვას გეგმავენ.

ასევე, ნატო-მ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი სამეთაურო პერსონალი 1 200 ადამიანით გაზარდოს და ორი ახალი შტაბი შექმნას: გერმანიაში და აშშ-ში.