რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის კონცეპტუალური გეგმა განიხილეს მუნიციპალური განვითრების ფონდში.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბაკურიანში მრავალფუნქციური ყინულის მოედნის პროექტირება საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოს დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.