დღეს თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება

9 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე სამშენებლო სამუშაოების გამო, თამარ მეფის ხიდის პანდუსი გადაიკეტება , - ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განპირობებულია პანდუსის ავარიულობით. კერძოდ, დაზიანებულია ბურჯი, საყრდენი და ამორტიზებულია კოჭები.

სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.