ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები გამოქვეყნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ბანკმა ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ცხრილები და დიაგრამები გამოაქვეყნა, რომელიც "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
ივნისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo