საქართველოში Starbucks-ის ბრენდი შემოდის.
ბრენდის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია Shaya Turkey მოახდენს, რომელიც Starbucks-ის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს.
როგორც ცნობილია, Shaya Turkey 2002 წელს ქუვეითში დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია არაერთი ცნობილი ბრენდის ოპერატორია თურქეთის მასშტაბით.
Shaya Turkey-ი საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს. ამ პოზიციაზე ვაკანსია უკვე გამოცხადებულია. განცხადების მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა 11 ივლისამდე შეუძლიათ.
საქართველოში Starbucks-ის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა ამ დრომდე კომპანია საქართველოში ოპერირების დაწყებისგან თავს იკავებდა.
Starbucks 1971 წელს დაარსდა. მმართველი კომპანიის — Starbucks Corporation-ის სათავო ოფისი - აშშ-ში, სიეტლში მდებარეობს. კომპანიას მთელს მსოფლიოში 27 000-ზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი.