1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4473 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4473 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4538 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8832 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8815 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.