2018 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და 195 617 შეადგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების 55% ქართველია, ხოლო 45% - უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 38%-ით.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ემირატებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.
ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:
• პრომეთეს მღვიმე
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• მარტვილის კანიონი
• სათაფლია
5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:
• მაჭახელას ეროვნული პარკი
• თბილისის ეროვნული პარკი
• მტირალას ეროვნული პარკი
• ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
• მარტვილის კანიონი