ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის და ისნის რაიონების შემდეგ ფორუმს საბურთალოს რაიონმა უმასპინძლა.
დღეს, ქ. თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით მეოთხე დასაქმების ფორუმი გაიმართა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე დამსწრეებს ქვეყნის მასშტაბით განხორცილებეულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა მიაწოდა.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet-ში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და აცნობა დაგეგმილი ფორუმის შესახებ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია ვაკანსიებზე და დამსაქმებელს უშუალოდ გაესაუბრნენ.
საბურთალოს დასაქმების ფორუმზე 23-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. დამსაქმებლებმა წარმოადგინეს აქტიური ვაკენსიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის და სფეროებიდან. ანალოგიური ფორუმები უკვე თბილისის სხვადასხვა რაიონებში: 15 ივნისს სამგორის, ვაკის - 20 ივნისს და ნაძალადევის - 22 ივნისს დაიგეგმა.