TANAP-ი დღეს იხსნება

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში საზეიმოდ გახსნიან ტრანსანატოლიურ გაზსადენს - TANAP-ს.

საზეიმო ცერემონია თურქეთში ესკიშეჰირში გაიმართება და მას პრეზიდენტების გარდა სხვა მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.

როგორც თურქული მედია წერს, TANAP-ის გაზსადენი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის შაჰ-დენიზი 2-დან საქართველოს გავლით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებში. პროექტში 8,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გაზსადენის მეშვეობით წლიურად თურქეთი მიიღებს 6 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, ევროპა კი 10 მილიარდ კუბურ მეტრს. გაზსადენის ევროპული ნაწილი ექსპლუატაციაში 2020 წლიდან შევა.

კოკა კვირკველია