ამერიკის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლისა და სიძის ჯერად კუშნერისა და მისი მეუღლის, დონალდ ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის აქტივები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონით გაიზარდა.
ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
გამოცემას მოჰყავს თეთრი სახლიდან მიღებული ინფორმაცია, რომელიც კუშნერისა და ტრამპის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. მათი საერთო აქტივები შეფასებულია 229 მილიონიდან 786 მილიონ დოლარამდე. 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 203 და 740 მილიონი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, აქტივების ზედა ზღვარი შესაძლოა, იყოს უფრო მეტიც, ვინაიდან კომპანია, რომელიც ინვაკა ტრამპმა „ტრასტ“ ფონდს გადასცა სამართავად, ახლა 50 მილიონზე მეტი ღირს.
36 წლის ივანკა ტრამპი მამის გაპრეზიდენტებამდე აქსესუარების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას ფლობდა. ის ასევე აქტიურად ეხმარებოდა მამას ბიზნეს საქმიანობაში და იკავებდა ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კომპანიაში Trump Organization, რომელიც მშენებლობაზე იყო ორიენტირებული. თუმცა 2017 წლის დასაწყისში ის საოჯახო ბიზნესს ჩამოშორდა და სამსახური თეთრ სახლში მამასთან განაგრძო, სადაც პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩევლის უხელფასო თანამდებობაზეა.
კოკა კვირკველია